
საქართველოსა და უკრაინას შორის უეფას ერთა ლიგის შეხვედრა 16 ნოემბერს ბათუმის დინამო არენაზე გაიმართება
ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელსაც მილიარდობით გულშემატკივარი ჰყავს. ფეხბურთის ძირითადი წესები და სტრატეგიები ცხადყოფს თამაშის უნარებს, გუნდურობასა და ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს, რაც გულშემატკივრებს მუდმივად აინტერესებთ და იზიდავთ.
საქართველოსა და უკრაინას შორის უეფას ერთა ლიგის შეხვედრა 16 ნოემბერს ბათუმის დინამო არენაზე გაიმართება. ეს მატჩი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფში ადგილის გასამყარებლად, რადგან საქართველოს გუნდი ამ დროისთვის 6 ქულით მეორე ადგილზეა, მაშინ როცა, უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა. ორივე გუნდი შეეცდება, რომ პოზიციები გააუმჯობესოს და ჯგუფში ლიდერობა დაიკავოს.
მატჩი ადგილობრივი დროით 22:30 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში იხილონ სატელევიზიო არხებზე ან ონლაინ პლატფორმებზე, ანუ მათ ვისაც ბილეთი არ შეხვდა ან თბილისიდან ბათუმში წასვლა ვერ მოახერხა.
ქარველი გულშემატკივრებისთბის 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო უკრაინის საფეხბურთო მატჩის ჩვენება გაიმართება.
ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც სცდება მხოლოდ თამაშის წესებს და მოედნის საზღვრებს. ის არის ემოციების, სტრატეგიისა და ერთობის ნამდვილი გამოხატულება, რაც მას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მსოფლიო სპორტის არენაზე.
მოამზადა გიული ირემაძემ