• October

    29

    2024
  • 74
  • 0
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და მან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნგრეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მან შეისწავლა ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარადგინეს და რომლის მიხედვითაც არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

„ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor