• November

    27

    2023
  • 114
  • 0

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა არის  12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ცხრა ნაბიჯის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. გაიმართება ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე პარტიაშიც გავიარეთ ეს საკითხები. თითოეულ ამ ნაბიჯზე, რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული გეგმა, გაწერილი იქნება შესრულების ვადებიც. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია თავის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ყველა რეფორმა, რომელიც არის ამ ცხრა ნაბიჯით გათვალისწინებული. იმის მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 14 ან 15 დეკემბერს, გვინდა, გავმართოთ საერთო-სახალხო ეროვნული ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის მუშაობის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor