• February

    4

    2025
  • 98
  • 0
საქართველოს ახალი პრეზიდენტი საკუთარ პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ქართველი ერის წინაშე სრულად იაზრებს

საქართველოს ახალი პრეზიდენტი საკუთარ პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ქართველი ერის წინაშე სრულად იაზრებს

დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისას ყოველწლიური მოხსენებით მიმართა დეპუტატებს. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები და უსამართლო დამოკიდებულება ზიანს აყენებს, როგორც ევროპულ ღირებულებებს, ასევე პარტნიორების რეპუტაციას. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო გააგრძელებს მოქმედებას ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რაც ქვეყნის გაძლიერებასა და სტაბილურობას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანი შეხედულებების ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად მწვავე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს პირად დაპირისპირებაში. აუცილებელია, შევინარჩუნოთ ურთიერთპატივისცემა და ვეძებოთ საერთო ინტერესები,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიალოგი და კონსტრუქციული დისკუსია.

„ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის თანამშრომლობა, შეთანხმების ძიება და საერთო მიზნებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ყველას უნდა გვაერთიანებდეს,“ – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა იძულებული იყო, „დანის პირზე ევლო“.

მისი განცხადებით, საქართველოს განადგურების საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა, რადგან ანტიქართული ძალები კვლავ ცდილობენ დესტაბილიზაციას.

მისივე განცხადებით, ეს საფრთხე მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება და საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან.

პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა, სადაც პროვოკატორებმა სიტუაციის დაძაბვა და სამართალდამცავებთან დაპირისპირება სცადეს. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი და თავშეკავება გამოიჩინა, უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აღკვეთა დესტრუქციული ელემენტების ქმედებები.

აქციის წევრების გარკვეული ნაწილი აშკარად ცდილობდა დაპირისპირების პროვოცირებას, კანონის წინააღმდეგ მოქმედებას და პოლიციის ლეგიტიმური ქმედებების დისკრედიტაციას. სამართალდამცავებმა მშვიდობიან მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლება შეუნარჩუნეს, ხოლო აგრესიულ პირებს კანონის შესაბამისად უმკაცრესად უპასუხეს.

პოლიციის სწრაფმა და კოორდინირებულმა რეაგირებამ თავიდან აიცილა სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და უზრუნველყო მოქალაქეთა უსაფრთხოება.

სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი წესრიგისა და სტაბილურობის დაცვაა, მიუხედავად პროვოკაციებისა და უსამართლო ბრალდებებისა.

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა მკვეთრად გამოირჩევა თავისი პრინციპულობით, პასუხისმგებლობითა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკით.

მისი ლიდერობა ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისკენაა მიმართული, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ყაველაშვილი ღიად და მკაფიოდ აყალიბებს საქართველოს პოზიციას, არ უშინდება რთულ გადაწყვეტილებებს და ყოველთვის მოქმედებს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით.

ამის საპირისპიროდ, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უიმედო უმოქმედობით, არეულობითა და ორაზროვანი განცხადებებით გამოირჩეოდა. მან ვერ მოახერხა, ვერც ქვეყნის ინტერესების დაცვა, ვერც ეროვნული თანხმობის მიღწევა. მეტიც, მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს არაერთხელ მიადგა ზიანი მისი გაუგებარი და არაკომპეტენტური განცხადებების გამო, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის რეალურ საჭიროებებს.

თუ ზურაბიშვილი მუდმივად ცდილობდა პირადი ინტერესებისა და უცხოური ძალების დღის წესრიგის გატარებას, ყაველაშვილი სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ის უპირობოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისკენაა მიმართული. სწორედ ეს განასხვავებს რეალურ ლიდერს პოლიტიკური ავანტიურისტისგან.

გიული ირემაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor