
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე.
საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს”,- ვკითხულობთ საქართველოს ბანკის განცხადებაში.
ირაკლი გუნია





