• September

    11

    2025
  • 110
  • 0
საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე ინგლისისა და უელსის მთავარ პროკურორს, სტივენ პარკინსონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე ინგლისისა და უელსის მთავარ პროკურორს, სტივენ პარკინსონს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, ინგლისის და უელსის მთავარ პროკურორს, სტივენ პარკინსონს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს, სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და სამომავლოდ მისი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

„სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და ინგილისის და უელსის მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები – ინგლისის და უელსის გენერალური სამართლებრივი უზრუნველყოფის დირექტორი გრეის ონონივუ, ინგლისის და უელსის ეკონომიკური დანაშაუალის, ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დირექტორატის მთავარი პროკურორი ადრიან ფოსტერი და ინგლისის და უელსის მთავარი პროკურორის აპარატის უფროსი ჰარვი პალმერი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სესია მიმდინარეობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor