• February

    11

    2025
  • 63
  • 0
ლევან დავითაშვილი – საქართველოს და ქუვეითის პრემიერების გადაწყვეტილებით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით კონკრეტულ საკითხებს დაამუშავებს

ლევან დავითაშვილი – საქართველოს და ქუვეითის პრემიერების გადაწყვეტილებით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით კონკრეტულ საკითხებს დაამუშავებს

საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით.

„ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის დროს ჩვენ შევეხეთ პოტენციურ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ქუვეითიდან ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია და ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სავაჭრო მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს დამატებითი ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ პოტენციურ პროექტებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქუვეითელი ინვესტორებისთვის. საუბარი იყო ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, საუბარია ასევე უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციებზე, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში ქუვეითელი ინვესტორების დაინტერესებაზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს პროდუქტიული და ხელშესახები, გადაწყდა პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შედგება მაღალ დონეზე ვიზიტები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ქუვეითში, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქუვეითის მხრიდან ინვესტორებს. ჩვენი სამინისტრო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რამდენიმე უმსხვილეს ჯგუფთან ქუვეითიდან და ვფიქრობ, რომ ის კავშირებიც, რომელიც უკვე დამყარებულია ქუვეითელ პოტენციურ ინვესტორებთან, მიმდინარე წელს დადებითად განვითარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor