
საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩში ალბანეთს დაუპირისპირდება
რამდენიმე საათში საფეხბურთო მოვლენების ეპიცენტრში თბილისი და მიხეილ მესხის საფეხბურთო მოედანი იქნება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩში ალბანეთს დაუპირისპირდება.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უცნობია, თუმცა უკრაინასთან მარცხის შემდეგ მატჩს გამოტოვებს გიორგი ქოჩორაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, დღევანდელ მატჩში ითამაშებს ოთარ კიტაიშვილი. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, მატჩის ხილვას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
ავტორი – ირაკლი გუნია





