• March

    11

    2025
  • 82
  • 0
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა

გორში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურ, გიორგი მათიაშვილთან ერთად გორში რეგიონული ცენტრი ოფიციალურად გახსნა. თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას ახალი ცენტრის ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ რეგიონულ ცენტრებს რეკრუტირებისა და გაწვევის პროცესის მართვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სიმბოლური ლენტის გაჭრის შემდეგ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და მოწვეულ სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მისი ამოცანები გააცნო.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებას მოიცავს. სააგენტო თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისთვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს. დაინერგა ახალი მიდგომები და სისტემები, მათ შორის, წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით ახორციელებს წვევამდელთა შერჩევას. ასევე, შემცირდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, ანაზღაურება კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშიაშესაძლებელი.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor