
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული მექანიზმის – ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITPP) ახალი ციკლის შემუშავება და 2025-2028 წლებისთვის პარტნიორობის მიზნების განახლება.
შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებები, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშნელოვანი ასპექტები და სამომავლო გეგმები.





