• September

    17

    2025
  • 38
  • 0
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა.

სწავლება ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.

სწავლება ასევე ფოკუსირებული იყო საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ქართული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება 2021 წლიდან მიმდინარეობს და მას ქართველ ექსპერტებთან ერთად, ხელმძღვანელობენ გერმანია და ნიდერლანდები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეგულარული სამხედრო სამედიცინო წვრთნების ჩატარებით, მიზნად ისახავს ეროვნული მდგრადობისა და სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor