• November

    29

    2023
  • 84
  • 0
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა კაპიტანი თორნიკე სამაკაშვილი, ლეიტენანტი შოთა გაბისონია, სერჟანტი მალხაზ ბიწაძე, უმცროსი სერჟანტი პაატა საბიაშვილი და კაპრალ-სპეციალისტი ირაკლი ნოზაძე სამკერდე ნიშნით – „საუკეთესო სამხედრო“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება.

პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor