
საქართველოს მალე ახალი მე-6 პრეზიდენტი ეყოლება, ხოლო ფრანგი ,,პენსიონერი” სავარაუდოდ საფრანგეთში დაბრუნდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გაიმართება.
როგორც კობახიძე ამბობს, სწორედ ამის შემდგომ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და ქვეყანა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ხოლო ფრანგი ,,პენსიონერი” სავარაუდოდ საკუთარ სამშობლოში საფრანგეთში დაბრუნდება.
მოამზადა – ირაკლი გუნიამ





