• January

    30

    2025
  • 181
  • 0
საქართველოს მე-6 პრეზიდენტი პატრიოტი და ქვეყნის სიყვარულში ნაწრთობი ჭეშმარიტი კაცია

საქართველოს მე-6 პრეზიდენტი პატრიოტი და ქვეყნის სიყვარულში ნაწრთობი ჭეშმარიტი კაცია

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს. საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან მან 224 ხმა მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც მათ მიერ პარლამენტისა და მთავრობის არალეგიტიმურად მიჩნევას უკავშირდება.

ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა. უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

დღევანდელი ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს აღიარებს, თუმცა ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს აგენტურული ოპოზიცია.

მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ყაველაშვილის არჩევა არალეგიტიმურია, რადგან პარლამენტი, რომელმაც იგი აირჩია, თავადაა არალეგიტიმური. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ამ პოსტის პარტიულ კონტროლს.

საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია მუდმივად აცხადებს საქართველოში არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტიაო, მაგრამ თვითონ არ იღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

მოღალატე ოპოზიცია ამბობს, რომ ყაველაშვილი „უზურპატორია“, მაგრამ საკუთარი მმართველობის დროს იგივე მოდელით არაერთი მაღალი თანამდებობა დაუკავებიათ. მაგალითად, როდესაც მათთვის ხელსაყრელი პარლამენტი აირჩევდა რომელიმე კანდიდატს, ამას ლეგიტიმურად მიიჩნევდნენ.

ნაცვლად იმისა, რომ ქმედითი სტრატეგია შეემუშავებინათ, ისინი მხოლოდ პროტესტსა და განცხადებებს სჯერდებიან. საზოგადოებაში ოპოზიციას უფრო აქტიური, ახალი იდეებით სავსე ძალის იმიჯი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისინი მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით არიან დაკავებულნი, რეალური ალტერნატივის გარეშე, რაც მათი ჩვეული სტილია.

მოსწონს დასავლეთიდან დაფინანსებულ მოღალატე და აგენტურულ ოპოზიციას და ,,მადამ” ზურაბიშვილს თუ არა ყაველაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია.

ყაველაშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ის ყოფილი ფეხბურთელია, რაც მის მიმართ ხალხის ნდობასა და პოპულარობას ზრდის.

მისი განცხადებები და ქმედებები აჩვენებს, რომ ის არ არის ემოციური პოლიტიკოსი, არამედ გადაწყვეტილებების მიღებისას პრაგმატული და მიზანმიმართულია.

ყაველაშვილი ხშირად აკეთებს აქცენტს საქართველოს სუვერენიტეტზე და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორც ყოფილი სპორტსმენი და საჯარო ფიგურა, მას საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. სპორტსმენების მიმართ ნდობა ხშირად უფრო მაღალია, რადგან ისინი არასოდეს ყოფილან კორუფციულ სკანდალებში გახვეულნი.

ყაველაშვილი არ ერიდება მწვავე პოლიტიკური თემების განხილვას და ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ეს აჩვენებს, რომ ის არ არის მერყევი პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს.

დაბოლოს, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა საზოგადოების მხრიდან ფასდება, როგორც სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც სრული ჭეშმარიტებაა. 

სხვათა შორის, ყაველაშვილის კეთილშობილება და საზოგადოებაზე ზრუნვა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეშიც გამოჩნდა, როდესაც მან ჰუმანურობა გამოავლინა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა, რითაც უამრავი ოჯახი გააბედნიერა.

როგორც იქნა, საქართველოს კვლავაც ეღირსა ღირსეული, კაცთმოყვარე და პატრიოტი ადამიანი პრეზიდენტად, ვისთვისაც გავმეორდებით და, ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. 

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor