
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია, აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასიკვდილოდ დაჭრილმა საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია, რითაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
„6 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე, ლენინგორსკის რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ, სასაზღვრო პატრულმა მანქანაში ნასვამ მდგომარეობაში აღმოაჩინა სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, რომელთაც დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოძალადეებმა ნაჯახი გამოიყენეს, მოგვიანებით ცდილობდნენ მესაზღვრეს დაჯახებოდნენ მანქანით. შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით საქართველოში გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება”,- ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპარტამენტის განცხადებაში.





