• October

    18

    2023
  • 84
  • 0

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„კითხვები ამოიწურა. ქალბატონი სალომესგან მაცნობეს, რომ მას არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor