• November

    8

    2024
  • 59
  • 0
საქართველოს პრემიერი საერთაშორისო არენაზე წარმატებული შეხვედრიდან დაბრუნდა

საქართველოს პრემიერი საერთაშორისო არენაზე წარმატებული შეხვედრიდან დაბრუნდა

არჩევნების შემდგომ ირაკლი კობახიძის პირველი მაღალი დონის შეხვედრები ბუდაპეშტში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ლიდერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.

სამიტის ფარგლებში კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს შეხვდა.

რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს და ,,ქართულ ოცნებას” არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

ორმხრივი შეხვედრისას ყურადღება საქართველო სლოვაკეთის მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა. თავის მხრივ, ევროპულ გზაზე მხარდაჭერისთვის ირაკლი კობახიძემ სლოვაკეთს მადლობა გადაუხადა.

გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საუბრის მთავარი თემა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები იყო.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე თქვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

,,შარლ მიშელს აინტერესებდა როგორ ვითარდებოდა მოვლენები ქვეყანაში. ვუთხარი რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ვუთხარი, რომ ოპოზიციას დღეს ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება”, -განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

სამიტის ფარგლებში პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პლენარულ დისკუსიაში თემაზე ,,ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა”. დისკუსია დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ირაკლი კობახიძემ დისკუსიის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. მან ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე და საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის კუთხით ისაუბრა. კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor