• December

    25

    2024
  • 84
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხანუქა სიბნელეზე სინათლისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

პრემიერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ისრაელის წინაშე დგას და მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი სინათლე, მეტი სიკეთე და ყველას ეს მინდა გისურვოთ ამ ბედნიერ დღეს. ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის. ეს ქმნის ემოციურ ფონს, თუმცა ებრაელ ხალხს ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერიც დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს. ჩვენ ვართ სოლიდარული ისრაელის სახელმწიფოს, ებრაელი ხალხის მიმართ და ვართ სუბიექტური. როდესაც საქმე ეხება ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს, ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება ყოველთვის ისრაელისკენ და ჩვენი მეგობარი ებრაელი ხალხისკენ. ამას განაპირობებს პირველ რიგში მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და რომელიც 26 საუკუნეს ითვლის. ეს ისტორიული მეგობრობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ამ მეგობრობის განმტკიცებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ხანუქას დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო 2025 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგის მთავარ რაბინთან ერთად სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor