
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის შეხვედრა – პოზიტიური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ
30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის შეხვედრა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებისკენ.
შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო შემდეგი :
სტრატეგიული პარტნიორობის განახლება – ირაკლი კობახიძემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.
გარდა ამისა, რეგიონული როლი ანუ სენატორმა დეინსმა ხაზი გაუსვა საქართველოს გადამწყვეტ როლს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ხაზი იქნა გასმული.
შეხვედრა შეიძლება შეფასდეს, როგორც უდავოდ პოზიტიური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ. საქართველოს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების სურვილი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს როლის აღიარება რეგიონში მიუთითებს ორმხრივი ინტერესების თანხვედრაზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს კონკრეტული ქმედებების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
დანარჩენს კი, ცხადია, დრო გამოაჩენს….
მოამზადა – თამთა მასიურაძემ




