• August

    10

    2024
  • 79
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor