• November

    7

    2024
  • 62
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება. 

პრემიერი მონაწილეობას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში ღებულობს.
ბუდაპეშტში შეკრებილი მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია.

ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.

მოლოდინია, რომ გარკვეული გზავნილები გაჟღერდება ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.

კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, ევროკავშირს კი საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი რამდენიმე თვეა, შეჩერებული აქვს.

უნგრეთში, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. სამიტის მიმართ ინტერესს ზრდის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor