
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 1993 წელს დაბადებულმა ო.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ი.ა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით და 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





