
საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მოწოდებით სახეს საბოლოოდ კარგავს
პრეზიდენტმა რადიკალების გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო. ის რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდა დადასტურდა – სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდებს და ადამიანებს დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იწვევს.
მეტიც, დასავლეთიდან მართული სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით პრეზიდენტი იმ საზოგადოების არჩევანს იწუნებს, რომლითაც ხელისუფლების სათავეში ისევ ,,ქართული ოცნება” მოვიდა.
პრეზიდენტმა არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება ორბელიანების სასახლეში დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად გააკეთა,ს ადაც მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტსა და ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერ რადიკალურ ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. სწორედ განცდილი მარცხის შემდგომ ოპოზიცია და პრეზიდენტი მსჯელობს თუ როგორ წარმართონ რადიკალური პროცესები ქუჩაში და როგორ შეიყვანონ ამჯერადაც შეცდომაში მოსახლეობა.
პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მან არა ერთხელ დაარღვია კონსტიტუცია.
ირაკლი გუნია





