• May

    21

    2025
  • 22
  • 0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუღალავი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ !

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუღალავი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ !

საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ( შსს ) მკაფიო სტაბილურობას და შედეგზე ორიენტირებულობას განსაკუთრებით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში იძენს. მინისტრი გომელაური ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში. მისი მეთაურობით სამინისტრომ ჩამოაყალიბა მტკიცე სტრატეგია დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, რაც არაერთ საერთაშორისო პარტნიორშიც აღიარებას იმსახურებს.

აღსანიშნავია მინისტრის ახალი პირველი მოადგილის საქმიანობა, რომელიც მინისტრთან ერთად აქტიურად ახორციელებს სისტემურ რეფორმებს, უწყების პროფესიონალიზმის გაძლიერებასა და ოპერატიული რგოლის ტექნიკური და ინტელექტუალური აღჭურვის განახლებას.

პირველი მოადგილის ბატონი როლანდ მესხისა და ასევე ახალი მოადგილის ბატონი შალვა თადუმაძის ჩართულობით გაძლიერდა რეგიონულ სამმართველოებზე ცენტრალიზებული კონტროლი და ამავე დროს გაიზარდა გადაწყვეტილების მიღების მოქნილობა ადგილებზე, განსაკუთრებით კრიტიკულ უბნებში, როგორიცაა თბილისის ზოგიერთი კრიმინალურად დატვირთული ზონა.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, სახელმწიფოს პასუხი ამ პრობლემაზე მკაფიო, მტკიცე და სისტემურად თანმიმდევრულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოპერატიული, პრევენციული და საგამოძიებო მუშაობა ნათლად აჩვენებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ სტატისტიკური მიზანი კი არა, არამედ პრინციპული სახელმწიფოებრივი მისიაა.

ჩვენმა მკითხველმა იცის , რომ არასდროს შევშინებივართ ობიექტურ კრიტიკას თუ ამისი სათანადო საფუძველი არსებობდა. ამ თვალსაზრისით გაგახსენებთ რამდენი სტატია მოვამზადეთ სამინისტროში ღრმად ჩაბუდებული პროვოკატორებისა და ,,ნაციონალების” გადმონაშთების თაობაზე და ისიც ვუზრუნველყავით, რომ ასეთი პროვოკატორი გამოვლენილი და დასჯილი ყოფილიყო თავად სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, რის შედეგადაც ერთი კონკრეტული პროვოკატორი გათავისუფლებული იქნა სამასხურიდან და დატოვა სამინისტროს რიგები.

სიტყვებით შეიძლება გააკეთო ყველაფერი, მაგრამ დანაშაულის შესაჩერებლად საქმეც საჭიროა, საქმე კი იმ სამმართველოებში კეთდება, სადაც ოფიცრები არა მხოლოდ კანონით, არამედ შინაგანი ღირსებით ხელმძღვანელობენ. ჩვენი დაკვირვებით სწორედ ასეთია დიდუბე–ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველო, რომელიც უკვე წლებია ბასტიონად იქცა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ, კრიმინალურ არეალებში.

სამინისტროს სტრატეგია – დანაშაულის პრევენცია, რეაგირება და მუდმივი კონტროლი – შსს-ის სტრატეგია რამდენიმე საყრდენით შენდება:

სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება : ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვა, ან გასაღება ითვალისწინებს 20-25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას, რაც ერთგვარი სამართლებრივი ბარიკადია კრიმინალებისთვის.

საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები : ახალგაზრდებში ნარკომოხმარების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგანმანათლებლო პროგრამები. სამიზნე ჯგუფი – 15-30 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

რეგიონული სამმართველოების გააქტიურება : დანაშაულთან ბრძოლა არ შეიძლება მხოლოდ ცენტრალური ოფისიდან. სწორედ ამიტომ, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკრეტულ უბნებში მოქმედ დანაყოფებს, სადაც პოლიციის ყოველდღიური მუშაობა გადამწყვეტია.

დღეს დიდუბე–ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოზე ვისაუბრებთ – როდესაც ქუჩა ხელში არა კრიმინალს, არამედ სახელმწიფოს უჭირავს.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ე წ „ვაგზლის“ მოედანი, სადაც მრავალფეროვანი ადამიანური ნაკადია თავმოყრილი, წლების განმავლობაში ნარკოდანაშაულისა და სხვა ტიპის კრიმინალის თავშესაფრად მიიჩნეოდა. იქაურობა ხშირად იწვევდა შიშს – მოქალაქეები ერიდებოდნენ ღამით გადაადგილებას. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ეს ადგილი არა უბრალოდ გაწმინდოს, არამედ უკან არასდროს დაუბრუნოს კრიმინალს.

დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსი – შეუდრეკელი ორგანიზატორი ? 

ჩვენი მრავალი თვის დაკვირვების შედეგად ვიტყვით შემდეგს : დიახ, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსი გიორგი პაპიძე წარმოადგენს იმ ტიპის მმართველს, რომელიც სამუშაოდ არ მოდის – სამსახურში ცხოვრობს. მისი მეთაურობით დანაყოფი სისტემურად გეგმავს ტერიტორიების კონტროლს, ახორციელებს უწყვეტ პატრულირებას, ახდენს ოპერატიული ინფორმაციის ანალიზს და რეაგირებს ყველაზე მცირე სიგნალზეც.

მისი ორი მოადგილე – თორნიკე სურმავა და კახა რაზმაძე ბრძოლის წინა ხაზზე ? 

დიახ, სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე განასახიერებს ოპერატიული სიმკვეთრისა და ორგანიზაციული სიზუსტის შერწყმას. მათი სამუშაო სპეციფიკა ყოველდღიურად ითხოვს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, ცხელ წერტილებზე პირადად გასვლას, ადგილზე გუნდის მართვას.

პირველი მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია ოპერატიულ ღონისძიებებზე, ფაქტობრივად მუშაობს 24/7-ზე რეჟიმში. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი აღმოჩნდა და განეიტრალდა.

მეორე მოადგილე კი, რომელიც უფრო სტრატეგიულ გეგმებსა და ანალიზზეა ორიენტირებული, უზრუნველყოფს იმას, რომ დანაყოფის მუშაობა იყოს მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. 

თუ არსებობს სიტყვა „თავდადება“, ის ზუსტად აღწერს თორნიკე სურმავასა და კახა რაზმაძის საქმიანობას. მათი სამოქმედო ზონა ის ტერიტორიაა, რომელსაც სხვები ღამით, ავტომობილის გარეშე არ მიეკარებიან. და იქ, სადაც სხვები არ მიდიან ისინი მიდიან მარტო, ფეხით, უშიშრად. იმიტომ კი არა, რომ არ ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ სხვების შიში მათ პასუხისმგებლობად არის ქცეული.

მათი ღამის შემოვლები და მოულოდნელი რეიდები ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთგვარად ფსიქოლოგიური იარაღიც გახდა : იქ, სადაც ადრე ქუჩაში კრიმინალი გამოდიოდა ,,საქმის საკეთებლად”, ახლა ეშინია იმ მოულოდნელი ნაბიჯების, რომელსაც რაზმაძე და სურმავა გადადგამს.

რაც შეეხება გამომძიებლებს უდავოდ ღირსეული სამართალდამცავები და პროფესიონალები არიან. 

დასკვნა : სახელმწიფო იქ დგას, სადაც ასეთი ოფიცრები მუშაობენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან არ არის მხოლოდ რიცხვები და პრესრელიზები. ეს ბრძოლა ყოველდღიური რეალობაა იმ ქუჩებში, სადაც წესრიგი არ მოდის ხმამაღალი სიტყვებით, არამედ კონკრეტული ადამიანების თავდადებით.

გლდანი–ნაძალადევი ასევე აქტიურად ასრულებს ამ მისიას თავისი სპეციფიკური მიდგომებით, მაგრამ დიდუბე–ჩუღურეთის მეოთხე სამმართველო, მისი უფროსის, ორი ენერგიული მოადგილისა და გამომძიებლების ძალისხმევით დღეს წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული ქალაქი.
და თუ კრიმინალები ოდესმე კვლავ გადაწყვეტენ, რომ ღამე მათია, ისინი აუცილებლად ისევ წააწყდებიან სურმავას და რაზმაძეს და მაშინ, ღამე ისევ ჩვენი დარჩება.

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor