• June

    24

    2025
  • 58
  • 0
საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს შინგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

„მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს თურქეთის მხარის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და გამყარდება. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor