
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი თურქეთის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ვეისალ თიფიოღლუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. გელა გელაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის თურქულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





