
ვლადიმერ ხომერიკი : საქართველოს ხელისუფლება გონივრულ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც ქვეყანა სტაბილურობამდე მიჰყავს
,, მთელი კვირა იყო დებატები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ. საქართველოს მმართველ პარტიას მობეზრდა მისი სულელური ხრიკები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, პროფესორმა, ვლადიმერ ხომერიკმა ,, Geo News”– თან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა.
,,სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის უცხო ელემენტია. ის ცხოვრობდა საფრანგეთში და მსახურობდა საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვათა შორის, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია. ამ ქალბატონის ბოლო ხრიკმა დაადასტურა, რომ საზღვარგარეთ კონსტიტუციის დარღვევით, პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე წავიდა, სადაც მან განიხილა ის საკითხები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისა.
ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები პიკზეა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ლოიალობას იჩენს რუსეთის მიმართ და დგამს ნაბიჯებს, რაც მისასალმებელია.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ხელ-ფეხი შეუკრეს. საქართველოზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მისი გარემოცვა – თურქეთი და დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც არ აძლევენ მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ელჩი კვლავ ცდილობს საქართველოს მართვას, თუმცა ბოლო დროს მმართველმა პარტიამ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად „კბილები გამოაჩინეს“ და დასავლეთის წინაშე საქართველოს ინტერესებს იცავენ. ღარიბაშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს აქვს საკუთარი სახელმწიფო და თავისი ინტერესები. ის ამბობს: თქვენ გინდათ ჩაგვითრიოთ ომში, დაპირისპირებაში ჩვენს მეზობლებთან – რუსეთთან, გინდათ, რომ საქართველო უკრაინის კვალს გაჰყვეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება! დავიღალეთ თქვენი პოლიტიკით!
საქართველოს ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს და ცდილობს რუსეთთან მეგობრობას. რა თქმა უნდა, რჩება ლოზუნგები, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქართველები ახლა დასავლურ კურსს დაუპირისპირდებიან, მაშინ გარე მხარდაჭერისა, იგივე რუსეთის მკაფიო პოლიტიკისა და მხარდაჭერის გარეშე ქვეყანა დიდად დაზარალდება. აი, მაშინ ამერიკელები ადვილად შეცვლიან ხელისუფლებას საქართველოში და ქვეყანას ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანენ. ამიტომ, საქართველოს მთავრობა ატარებს გონივრულ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა სტაბილურობამდე მიჰყავს.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის არის კარგი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უკეთესი ურთიერთობები იყოს, მაგრამ ეს არის ის საზღვრები, რაც ახლა შესაძლებელია. მთავარი ის არის, რომ რუსეთმა საქართველოში არსებული სიტუაციის გაგება დაიწყო, დაინახა, რომ საზოგადოებისა და ხელისუფლების უმრავლესობა სწორად აზროვნებს, ზრუნავს თავის ქვეყანაზე, რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსეთის როლზე და რუსეთისკენ შემხვედრ ნაბიჯებს დგამს.
რუსეთმა თავის მხრივ მომენტალურად უპასუხა – გააუქმა სავიზო რეჟიმი, აღადგინა საჰაერო მიმოსვლა და გაზარდა ვაჭრობა საქართველოსთან. ტურისტების ნაკადი საკმაოდ მაღალია, მიუხედავად მახინჯი რადიკალების სისულელეებისა, რომლებიც დასავლური გრანტებით ცდილობენ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.
ღმერთმა ქნას, რომ რუსეთმა მალე გამარჯვებით დაასრულოს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. შემდეგ სიტუაცია უფრო დასტაბილურდება და მსოფლიო მეტად სამართლიანი იქნება. დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა უერთდება რუსეთს ჰეგემონის – შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხალხებს არ სურთ უნიპოლარულ სამყაროში ცხოვრება, ამიტომ ისინი ერთიანდებიან. მშვიდობა აღდგება კავკასიის რეგიონშიც – ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ყველა თავისი სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს და მოემსახურება.
რუსეთის გამარჯვებით ყველა პრობლემა გადაიჭრება. საქართველო სწორ გზაზე დგას, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს და, რა თქმა უნდა, ლომის წილი ამ ეკონომიკური მიღწევებისა რუსეთთან თანამშრომლობის შედეგია”,- განაცხადა ხომერიკმა.
ქეთი ხომერიკი





