
საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობის გზაზე დასავლური შტურმის მოგერიება უწევს
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მთლად შსს მინისტრი დაგვისანქცირეს,თუმცა,უფრო ზუსტად არც არაფერი გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რადგანაც უკვე ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ ევროპა და ამერიკა და ორივე ერთად, საქართველოს ხელისუფლების გადაყირავებას ლამობს და თან ამ გზაზე არავითარ ხრიკს და კვანტს არ დაგიდევთ, და არ არსებობს საკადრებელი, რასაც არ იკადრებენ და არ დაგვმართებენ.
არც ის გაგიკვირდეთ ეუთო/ოდირმა თუ კრიტიკული დასკვნა დაწერა საქართველოში გამართულ არჩევნებზე და თავზე დაგვამხო, როგორც ხალხის ნება, ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც ქვეყნის სუვერენიტეტია.
როგორც თავად ძვირფასი ამერიკული მხარე არაერთ დოქტრინაში აღნიშნავს, მათ არ ჰყავთ მეგობრები, თუმცა აქვთ მუდმიივი ინტერესები, რაც სადღეისოდ საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემთხვევა, დღევანდელი აშშ-ს ინტერესი მხოლოდ დესტრუქციაზეა ორიენტირებული.
როცა საქართველო იმ რთულ გზაზე შედგა, რასაც ეროვნული სუვერენიტეტის სრულფასოვანი დაცვა ჰქვია, თავისი არსით უთანაბრდება დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებას და რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს, როგორც დიდი დოზებით პატრიოტიზმს, ასევე თავგადადებულ ბრძოლას საქართველოს დაცვის მიზნით, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას წინ ურთულესი მისია აკისრია არა მარტო გაუძლოს მასზე და საქართველოზე შემოტევას, არამედ, ამავდროულად ხალხის ერად გადაქცევასაც შეუწყოს ხელი, რაც ზუსტადაც რომ ის მისიაა, რომელსაც მუდმივად გვახსენებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ირაკლი გიორგაძე





