• November

    27

    2023
  • 106
  • 0
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

„რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიისა და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. ორი თვის განმავლობაში საავადმყოფომ უკვე 2 000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ, კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკა ამ ეტაპზე 140 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისების მიღება შეუძლიათ. აგრეთვე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება.

„რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო ამ დროისთვის რეგიონში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც კეთდება ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები, ასევე, თორაკოქირურგიული ოპერაციები თორაკოსკოპიის საშუალებით“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor