• November

    20

    2025
  • 63
  • 0
საქართველოში ბულგარეთის ელჩი – მინდა, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას

საქართველოში ბულგარეთის ელჩი – მინდა, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დისკუსია ნამდვილად იქნება, იმედია, რომ დისკუსია მოიტანს კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ელჩის თქმით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ.

„მე მოლოდინი არ მაქვს. ქვეყნების ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ვერ გადავწყვეტ. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მინდა, ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის არც საქართველოსთვის, არც ევროკავშირისთვის. ასე რომ, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას“, – განაცხადა ელჩმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor