• January

    25

    2025
  • 82
  • 0
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადება სახელწოდებით – „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაციის დასრულება“ ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი 2025 წლის 21-23 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა. განცხადების თანახმად, მან მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიმართ თანამშრომლობისა და გახსნილი დისკუსიებისთვის. ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აქტიურად იმუშავა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ის აფასებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გამძლეობას, რომლებიც სულ უფრო რთულ პირობებში მუშაობენ. კომისარი მოუწოდებს ზომების გატარებისკენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების აღსაკვეთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კომისარი ო’ფლაერტი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „არ ხდება პასუხისგება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებასა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების („ტიტუშკების“) გამო, 2024 წლის აპრილის საჯარო დემონსტრაციებისა და 28 ნოემბრის შემდგომ კონტექსტში“.

ამასთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს, რომ გაიზარდა სისხლის სამართლის დევნა მომიტინგეების მიმართ, მაგრამ მიუხედავად სასტიკი მოპყრობის შესახებ არაერთი სარწმუნო ანგარიშისა, არცერთი სამართალდამცველი პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, მათ შორის 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, განცხადებაში კომისარი ყურადღებას ამახვილებს თავის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომ ყველა სამართალდამცველმა უნდა ატაროს სათანადო მაიდენტიფიცირებელი მოწმობა, რათა ხელი შეეწყოს ბოროტმოქმედთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და დასჯას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კომისარი აღიარებს სამართალდამცველი ორგანოების მეტ თავშეკავებას პროტესტის გაგრძელების დროს, დეკემბრის მეორე ნახევარში, იგი შეშფოთებას გამოთქვამს პროტესტის ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მათ შორის გარკვეულ ცვლილებებზე „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის კანონებში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს შეზღუდვები მოიცავს პროტესტის დროს სახის დამფარავი საშუალებების სრულ აკრძალვას, ადმინისტრაციული დაკავების, ჩხრეკისა და ამოღების გაფართოებულ საფუძვლებს, აგრეთვე საჯარო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს. კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ასევე ამ ახალი დებულებების თითქმის დაუყოვნებლივ გამოყენებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ზიანი არ მიადგეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით“, – განაცხადა კომისარმა.

მაიკლ ო’ფლაერტი აქვე აღნიშნავს რომ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ასუსტებს საჯარო მოხელეთა დაცვას მათი გათავისუფლებისგან. „ვწუხვარ, რომ ეს კანონები, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, დაჩქარებულად იქნა მიღებული, მნიშვნელოვანი კონსულტაციის პროცესის გარეშე“, – აცხადებს კომისარი.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა წამოჭრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც იგი სტუმრობდა საპატიმრო დაწესებულებაში. „ქალბატონი ამაღლობელი შიმშილობს იმ დღიდან, რაც 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სამართალდამცველზე სავარაუდო თავდასხმისთვის. მანამ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ ბრალდებების არსებითი მხარის თაობაზე, მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით“, – განაცხადა კომისარმა.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს „მძვინვარე დეზინფორმაციისა და სტიგმატიზაციის კანონმდებლობის კომბინაციის საშუალებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროების გამო“.

„ხელისუფლებასთან ჩემს დისკუსიებში მე მიუთითე ჩემს საჯაროდ გამოხატულ პოზიციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შედეგებზე ადამიანის უფლებებისთვის და იმის თაობაზე, რომ იგი არ უნდა მიღებულიყო მოცემული ფორმით“, – განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტმა და იქვე აღნიშნა, რომ, კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების მქონე ორგანიზაციები“, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მოქმედებენ ასე.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ არ დაუჯარიმებია არავინ რეგისტრაციის შეუსრულებლობისთვის, ავტომატური, დაუსაბუთებელი და უტყუარი პრეზუმფციის არსებობა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას“, – დასძინა კომისარმა.

განცხადების თანახმად, მაიკლ ო’ფლაერტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ახლახან მიღებულ კანონთან დაკავშირებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევს ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებლად და რომელსაც ადრეც აღწერდა, როგორც დისკრიმინაციულსა და სტიგმატიზებულს. კომისრის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, კანონი კრძალავს LGBTI ადამიანების პოზიტიურ მოხსენიებას ლიტერატურაში, ფილმში, მედიაში, სკოლებსა და საჯარო შეკრებებზე და გარდა ამისა, იგი კრძალავს სქესის სამართლებრივ აღიარებას, „რაც გულისხმობს პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და სახელმწიფოს გაცემულ სხვა დოკუმენტებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის აკრძალვას და აწესებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უწევენ ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას“. „მიუხედავად იმისა, რომ კანონის იმპლემენტაცია ჯერ არ დაწყებულა, მისი გავლენა უკვე იგრძნობა ადგილზე, რაც გამოიხატება LGBTI ადამიანებისთვის ჯანდაცვასა და სხვა საბაზისო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომით, სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლად გახდომის გაზრდილი შიშით და LGBTI ადამიანების მიმართ სტიგმის გაღრმავებით“, – განაცხადა კომისარმა ო’ფლაჰერტმა.

კომისარი აღნიშნავს, რომ ამ საკანონმდებლო ზომების კომბინაცია, ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის დაუყოვნებელი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის უუნარობა და სამოქალაქო საზოგადოებაში მტკიცე აღქმა იმის შესახებ, რომ მათ არ შეუძლიათ სამართლიანობის მიღწევა საქართველოს სასამართლოებში, ფაქტობრივად უარყოფს მათ უფლებებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მიუდგეს ნებისმიერ რეფორმას კანონების ერთობლიობის კუმულაციური გავლენის ყურადღებით გათვალისწინებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიმართ სრული პატივისცემით.

ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვიზიტის განმავლობაში კომისარი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს; იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, ბექა ძამაშვილსა და ნიკო ტატულაშვილს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

„ეს ვიზიტი აღნიშნავს კომისრის განგრძობად ვალდებულებას, ითანამშრომლოს წევრ სახელმწიფოებთან და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს. იგი ელოდება მუდმივად ღია დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor