
ექსკლუზივი : საქართველოში ტოპსეგმენტზე გათვლილი ახალი ექსკლუზიური ბრენდი ,,მევლუდის ბე ბე” ( ბესთ ბევერიჯის ) დაარსდა !
ბრენდის წინაისტორია : ,,ბე ბე” – ლეგენდა დუშეთიდან !
დუშეთის ძველ უბანში, იმ ადგილას, სადაც მთის სიო ღვინის არომატს ერწყმის, იზრდებოდა მევლუდი ძლიერიშვილი – სიჩუმეში მოფიქრალი, მაგრამ ქმედებაში მტკიცე კაცი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, მას შეარქვეს ,,ბე ბე”, რაც თავდაპირველად მეგობრული ზედმეტსახელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, გახდა ხარისხის სინონიმი.
,,ბე ბე:-ს ( მევლუდის ) ოჯახში ალკოჰოლურ სასმელებს პატივს სცემდნენ, როგორც რიტუალს, ტრადიციას და მიწასთან დაკავშირებულ ხელოვნებას. მევლუდმა ეს ყველაფერი ბავშვობიდან შეითვისა – ისმინა, დაიმახსოვრა, და ბოლოს, თავისი ხედვა შეიტანა.
მევლუდმა გადაწყვიტა, ყურძნისა და ადგილობრივი ბუნების ნობათისაგან ეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო და ლუდი, რომელიც დუშეთის სახელით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდებოდა ცნობილი.
ასე დაიბადა კომპანია შპს ,,ბე ბე” – ბრენდი, რომელიც აგრძელებს ქართული ალკოჰოლური კულტურის ტრადიციას, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით.
,,ბე ბე” არ არის მხოლოდ სასმელი – ეს არის იდეა !
მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, ტრადიციასთან, ოჯახთან და ქართულ სტუმართმოყვარეობასთან. ყოველი ბოთლი უკავშირდება მევლუდის პირად ისტორიას, მის სიყვარულს დუშეთის მიწისადმი და სურვილს, გაუზიაროს სხვებს ნამდვილი, წრფელი გემო.
,,ბე ბე”-ს ბრენდის ლოგოს სიმბოლოების განმარტება :
ლოგო წარმოადგენს ფერწერულად დახვეწილ გერბს, რომელიც მიანიშნებს, როგორც კეთილშობილებაზე, ისე ძველ ტრადიციებსა და ხარისხზე. სიმბოლოები შემდეგნაირად იშიფრება :
-გერბის ფორმა – დაცულობის, ტრადიციისა და მემკვიდრეობის სიმბოლოა. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ,,ბე ბე” არის ხარისხზე დაფუძნებული ოჯახური და ღირსეული საქმე.
-ოქროს გვირგვინი – გვირგვინი ბრწყინვალების, ლიდერობისა და უპირატესობის სიმბოლოა. ეს მიუთითებს მევლუდი ძლიერიშვილის ღვაწლზე და მის ლიდერულ როლზე დუშეთის ალკოჰოლური კულტურის აღორძინებაში.
BB – ბრენდის სახელის ინიციალებია ( ,,Best Beverages” ) , რაც ერთდროულად მევლუდის ზედმეტსახელსაც წარმოადგენს – „ბე ბე“. ეს ქმნის პერსონალურ კავშირს დამფუძნებელსა და ბრენდს შორის.
-ხორბლის ღერები და ყურძნის მტევნები – ეს სიმბოლოები წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების ბუნებრივ და ტრადიციულ ინგრედიენტებს – ლუდისა და ღვინის წარმომავლობას. მათ გარშემო ყურძნის და ხორბლის ჩართვა ხაზს უსვამს ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებულ წარმოებას.
თეთრი ბანერი წარწერით ,,BEST BEVERAGES” – მიანიშნებს ხარისხზე, უპირატესობაზე და ბრენდის მისწრაფებაზე საუკეთესო იყოს თავის სფეროში.
მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ
,,GEO NEWS”





