• November

    27

    2024
  • 113
  • 0
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით ძლიერი საკანონმდებლო ბაზა არსებობს

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით ძლიერი საკანონმდებლო ბაზა არსებობს

ქალთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნეში ძალზედ აქტუალური თემაა. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ 10 ქალიდან, 8 ძალადობის მსხვერპლია. ძალადობაში ფიზიკურ შეხებას არ ვგულისხმობთ, მასში შეიძლება ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობა მოვიაზროთ.

ქალთა მიმართ ძალადობა ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ძალზედ შემაშფოთებელი და აქტუალური პრობლემაა.

ქალთა მიმართ ბევრი ნეგატიური დამოკიდებულების მქონე ადამიანი არსებობს. ეს შეიძლება იყოს : მეუღლე, მამა, ძმა, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებებს. ყველა პრობლემას დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელსაც დადებით მხარეს ვერ ვუპოვით.

ძალადაობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს.

ჩემი სუბიექტური აზრით, იმდენად რთული ვითარების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენთაგანი, რომ შეიძლება ამ საფრთხის წინაშე, ყოველ წამს აღმოვჩნდეთ. შეიძლება დღეს ვიფიქროთ, რომ ეს თემა ჩვენზე არ მოქმედებს და სხვის ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიოთ, თუმცა ეს ასე არაა, მეტიც, სრული სისულელეა, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი- ვალდებულებაა. ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი და პასუხისმგებლობა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. თითოეულმა ინდივიდმა, ოჯახმა, და თემმა უნდა მიიღოს ზომები, რათა ძალადობა აღკვეთოს და ხელი შეუწყოს თანასწორ და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ვყოფილვარ ქალთა მიმართ ძალადობის თვითმხილველი და როცა, დახმარება ვცადე, ქალისგან აგრესიული დამოკიდებულება მივიღე – „ჩემი ქმარია, გაიარე, შენს ცხოვრებას მიხედე“… იმ კონკრეტულ მომენტში მქონდა განცდა, რომ ზედმეტი პიროვნება ვიყავი იქ მყოფებისთვის. მართალია, ჩემი განზრახვა გულწრფელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ დახმარება შევძელი. ნაწილობრივ ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც, რომ ქალები მანიპულაციის მსხვერლნი არიან.

ჩემი აზრით, შესაძლოა, ქალს ჰქონდეს შიში , რომ სიმართლე აღიაროს და მის მიმართ განხორციელებული ქმედების ჩამდენი პირი პასუხისგებაში მიეცეს.

არსებობს მოსაზრება, ძირითადად პროვინციაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან უხეშად, რომ ვთქვათ, ქალთა მიმართ ძალადობა იქ მეტად მიღებულია. ქალის უფლებები მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად მოწესრიგებულია და ქალს აქვს შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ქმრის სახლის გარდა, წასასვლელი არსად აქვს, შესაბამის ორგანიზაციებს ამ პრობლემის აღმოფხვრა სთხოვოს და ეს ძალიან მარტივად შეუძლიათ მოაგვარონ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქალმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია ხმა უნდა ამოიღოს და საჯაროდ თქვას თავისი პრობლემა და გახდეს მაგალითი სხვების, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ ქალები კაცებთან შედარებით, სულიერად ძლიერები ვართ, მიუხედავად სირთულეებისა. ამიტომ ვისურვებდი თითოეული ქალი თავისუფალი იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში. და  იმისთვის, რომ არ ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი, აუცილებელია, რამდენიმე ასპექტის ცოდნა.

პირველი : რა თქმა უნდა, განათლება და ინფორმირებულობაა, უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის დაცვა. ამასთან აუცილებელია, საკუთარი უფლებების ცოდნა, თუ რა შესაძლებლობას გაძლევს შენ დღეს სახელმწიფო. ვთვლი, ამ მომენტში აუცილებელი და საყურადღებო, მაინც ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. მარტოსული ადამიანისთვის უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელსაც გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელიც დაეხმარება, თუნდაც რჩევას მისცემს.

სტატისტიკას თუ მივენდობით ქალების 24%-ს ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია, 8%-ს — ეკონომიკური ძალადობა, 6%-ს — ფიზიკური ძალადობა, 4%-ს კი — სექსუალური ძალადობა.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ საზოგადოებრივი დამოკიდებულებებიც შეისწავლა: საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა ქალების 21.4% და კაცების 37.2% კვლავაც ფიქრობენ, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიონ. გარდა ამისა, შემცირდა იმ ქალების რიცხვი, ვინც ამბობს ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლააო : თუ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 65.8% იყო, ახლა 59.9%-ია. რაც შეეხება კაცებს, დამოკიდებულებები მათ შემთხვევაშიც მცირედით, მაგრამ შეცვლილია : 2017 წელს 78% ამბობდა, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა, ახლა კი, ამგვარად 74.7% ფიქრობს.

სახელმწიფომ იმისთვის, რომ ქალმა დაცულად იგრძნოს თავი საკუთარ ქვეყანაში, რეფორმები გაატარა. საქართველოში მომქმედი კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოძალადის მიმართ ძალადობის სავადაუდო ფაქტზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს პატიმრობა.

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს, მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს ძალადობის შედეგად, მოძალადის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას, ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივრონ მისთვის ამ ორდერის გადაცემა/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.

ქალთა მიმართ ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.

არსებობს კრიზისული ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

ასევე შესაძლებელია, მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.

მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს აგრეთვე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ორდერის, ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი, ან ქალთა მიმართ ძალადობასთან, ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი თავშესაფრით სარგებლობს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

ავტორი – გიული ირემაძე

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor