• February

    26

    2026
  • 73
  • 0
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, ამასთან, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე.

„ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებას. ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორებიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლება, აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნების თანამშრომლობაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მიმართულებით. აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი კოოპერაცია სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor