• November

    8

    2024
  • 65
  • 0
საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ღირსეულად განაგრძობს

საქართველო ევროკავშირისკენ სვლას ღირსეულად განაგრძობს

,,მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი” -ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები წლების განმავლობაში ზოგისთვის სიტყვები, ზოგისთვის კი უბრალოდ ოცნება იყო.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ.

ამ პროცესში კი, ისტორიული როლი აქვს ,,ქართულ ოცნებას”, რომლის თავდაუზოგავი შრომისა და მუშაობის შედეგად, ქვეყანამ და ქართულმა საზოგადოებამ ერთი წლის წინ კანდიდატის სტატუსის მიღება იზეიმა. თუმცა, ამ ზეიმამდე იყო გრძელი და პოლიტიკური ბრალდებებით დატვირთული გზა. საქართველოს მტერი და მოღალატე ოპოზიცია, დასავლეთიდან დაფინანსებული კარგად გამოკვებილი ,,ენჯეოები” და ე.წ დამოუკიდებელი მედია ყველანიარად ცდილობდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ზაფხულში ევროკავშირის მიერ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი – არა. მაშინ ,,ქართულ ოცნებას” 9 პუნქტიანი გეგმის შესრულება დაავალეს, რომელიც სხვადასხვა სფეროს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას გულისხმობდა. დავალებას მმართველმა გუნდმა თავი კარგად გაართვა და ამის შემდგომ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

სახელისუფლებო გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა სტატუსის მიღებას იმსახურებდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდის პირობებში მიიღო ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და სხვა. დიახ, სწორედ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის მთავარი მისწრაფება ევროატლანტიკური სტუქტურებია.

მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ, ეს იყო სახელისუფლებო გუნდის წინასაარჩევნო მთავარი ხაზი. დასავლეთიდან ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, სწორედ ასე ესახება ,,ქართულ ოცნებას” ევროპული ოჯახის წევრობა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor