• October

    26

    2024
  • 95
  • 0
საქართველო ისტორიულ არჩევანს აკეთებს

საქართველო ისტორიულ არჩევანს აკეთებს

დღეს 26 ოქტომბერია ისტორიული დღე საქართველოსთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

საარჩევნო უბნებიდან სპეციალური აპარატის მეშვეობით მონაცემები საარჩევნო ადმინისტრაციაში გაიგზავნება, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან და შესაბამისად კიბერთავდასხმა გამორიცხულია. და საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ ან ორ საათში ცნობილი გახდება არჩევნების შედეგები.

საგულისხმოა, რომ ცვლილებებია ხმის მიცემის პროცესში. თუ აქამდე ამომრჩეველი სასურველი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომერს ხაზავდა, ეს წესი შეიცვალა და ახლა ის უნდა გაფერადდეს.

უკვე რამდენიმე საათია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მოვლენების ეპიცენტრშია დანარჩენი საქართველო.

არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრირებულია 3 508 292-ი ამომრჩეველი, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, დანარჩენ საქართველოში გახსნილია 3 044 საარჩევნო უბანი. აქედან 12 უბანია გახსნილი სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ხმის მიცემის უფლებით მსჯავდებულებიც ისარგებლებენ.

ხმის მიცემის შესაძლებლობა აქვთ ემიგრანტებსაც. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ 67 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 95 910 ამომრჩეველი.

26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი დღის მანძილზე დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 17 000-ზე მეტი დამკვირებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 00-ზე მეტი დამკვირებელი. არჩევნებს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი ჟურნალისტი.

ამომრჩეველთა თითქმის 90%  სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor