• January

    13

    2025
  • 121
  • 0
საქართველო მართლმადიდებლური ფასეულობების გამო, გლობალური დასავლეთის პირდაპირი დარტყმის ეპიცენტრშია ?

საქართველო მართლმადიდებლური ფასეულობების გამო, გლობალური დასავლეთის პირდაპირი დარტყმის ეპიცენტრშია ?

ახალმა წელმა, რომელიც სულ რაღაც 11 დღის წინ დადგა, საოცარი სიცხადე შეიტანა  მსოფლიოსთვის ნიშანდობლივ ბევრ პრობლემაში, მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც. უკვე ფაქტობრივ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, დადგინდა ისეთი ფაქტები, რომლებიც შესაძლოა, მხოლოდ ერთგვაროვნად შეფასდეს და შეუძლებელია, მათი თავისუფალი ინტერპრეტაცია.

ზემოთ აღნიშნულის კლასიკური მაგალითია ქართული ,,ნოუჰაუ”, რაც მსოფლიოს საახალწლოდ ვაჩვენეთ – რუსთაველზე ღრეობის სუფრა გავშალეთ. ამით, არამარტო ოჯახური დღესასწაულის ბუნებრივი ელფერი დავაკარგინეთ ახალი წლის მობრძანებას, არამედ რაღაც უფრო ბახოსურ-ფავნური ღრეობის სულისკვეთება მივანიჭეთ. სრული ლუსტრაციაც მოხდა იმისა, თუ რამდენად დაინტერესებულია კოლექტიური დასავლეთი საქართველოში გადატრიალების მოწყობით, რადგანაც მხოლოდ საკუთარი აქტივის გამოკვებითაა დაკავებული – იმ საყოველთაო ღრეობის ,,წითელ სუფრა გადაფარებულ” მაგიდაზე ( ასოციაცია უნდოდათ ,,ნაცმოძრაობის” ფერისა, თუმცა, კომუნისტურ სისხლისმღვრელი კომუნები კი გაგვახსენა ) დახვავებული პროდუქტი არაერთი მილიონის საფასურის იყო და ათობით დაქირავებული ავტობუსით იქ მიტანილი და ასობით აქტივისტის მიერ გადმოტვირთული რუსთაველზე.

ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, აქტიურად ფინანსდებიან აგრეთვე ათასი სახის პროვოკატორები, ასე მაგალითად ღობეებზე მარახუნებლებს დღეში 500 ლარი აქვთ, ხოლო ,,დაიტოვეს” გაწვრთნილ პროვოკატორებს მთლად 1000 ლარსაც უდებენ ჯიბეში. 

ამ ყველაფერს თან ახლავს სათანადო ,,საინფორმაციო დამუშავება” კოლექტიური დასავლეთიდან, აი, ასეთ სტილში :

,,საქართველო, განიცდის მნიშვნელოვან არეულობას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, ნაციონალისტური და პრორუსული შეხედულებების, ყოფილი ფეხბურთელის ინაუგურაციის შემდეგ. მისმა ხელისუფლებაში მოსვლამ გამოიწვია ფართო პროტესტი და შეშფოთება მოსახლეობაში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და მისი ურთიერთობების შესახებ დასავლელ მოკავშირეებთან”, – ბრიტანული მაუწყებელი ,,ბიბისი”.

ძირითადი მოვლენები შემდეგნაირად ფასდება დასავლურ ,,დემოკრატიულ” პრესაში :

,,ყაველაშვილი აირჩია საარჩევნო კოლეგიამ, სადაც დომინირებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, საზოგადოების კენჭისყრის გვერდის ავლით. ეს პროცესი გააკრიტიკეს გამჭვირვალობისა და ლეგიტიმაციის ნაკლებობის გამო, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი პროევროპული პოზიციით, უარი თქვა ყაველაშვილის პრეზიდენტობის აღიარებაზე, საარჩევნო გაყალბების ბრალდებით და პირობა დადო, რომ გააგრძელებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო დონეზე”, – ,,THE TIMES”.

აქ აშკარად ,,დაავიწყდათ” აეღნიშნათ, რომ საქართველოს მე-6 პრეზიდენტი არჩეულ იქნა ქართული კონსტიტუციის სრული დაცვით და კონსტიტუცია კი, ერთხმად მოწონებული იქნა ყველა ევროპული სტრუქტურის მიერ, მათ შორის, ცნობილი ,,ვენეციის კომისიის” მიერ, რომელმაც საკუთარ დასკვნაში პირდაპირ გამოხატა დადებითი დამოკიდებულება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურისადმი, რაც წმინდად ევროპული პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების უდიდეს უმეტესობაში, მათ შორის გერმანიასა და იტალიაშიც კი.

ევროკავშირმა შეაჩერა დისკუსია საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დემოკრატიის უკანდახევისა და მთავრობის რუსეთის ინტერესებთან შესაბამისობის გამო, შეშფოთების გამოთქმით. ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა საზოგადოების უკმაყოფილება, რამაც გამოიწვია პროევროპული მიმართულების მხარდამჭერი მასობრივი დემონსტრაციები, ანუ საკუთარი ქმედებებით, ევროკავშირმა მოახდინა მოვლენათა ინსტიგაცია და მდგომარეობის მაქსიმალური დაძაბვა და ამის კეთებას, თურმე სულაც არ ჰქვია ეროვნულ სუვერენიტეტში ჩარევა ? რა საინტერესო და ,,დრეკადი” მორალია ევროპელებო ? მართალი სულ მუდამ თქვენ, რომ გამოდიხართ ყველასთან ? ნუთუ, საეჭვო არაფერია ? ვითომ ?

ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ჯაჭვები ჩამოაყალიბა და პარლამენტის შენობის წინ აქცია დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობების განახლების მოთხოვნით, ინტენსიური გახდა. მთავრობის პასუხი სულ უფრო და უფრო მძაფრი იყო, ევროპული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ პოლიციის სისასტიკეს, დაპატიმრებებსა და მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის თაობაზე, თუმცა ერთი სიტყვითაც არ იყო აღნიშნული, რომ პოლიციის მიმართ დემოსტრანტების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ბრუტალურ და აგრესიულ ქცევას, უფრო მეტიც, მსოფლიოში პირველად ამ შეტაკებებისას გამოყენებული იქნა მასიური პიროტექნიკური რესურსი სამართალდამცავებზე შეტევისათვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ამ აქციების სამხედრო დივერსიული სტანდარტით მომზადებაზე მეტყველებს და თითქმის ღიად ტოვებს ხელმოწერასაც შტატების სპეცსამსახურებისგან ვირჯინიის შტატის შუაგულიდან.

ზემოთ აღნიშნულის ფონზე, დასავლური მედია ისევ თავისი შეკვეთილი ნარატივის ერთგული რჩება და ამას პროპაგანდირებს :

,,ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, დაგმეს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს პრო-დემოკრატიული მოძრაობის მიმართ. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, გავლენიან მილიარდერს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ უკან დგას და მას საქართველოს დემოკრატიული პროცესების შელახვაში ადანაშაულებს. ვითარება რჩება არასტაბილური, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებით და გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისით. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მომავალი და მისი ევროპული ინტეგრაციის სწრაფვა კრიტიკულ მომენტშია, რადგან მოქალაქეები აგრძელებენ თავიანთი უფლებების დაცვას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს”, – ,,სი ენ ენ”-ი.

ამდაგვარ ვითარებაში, თავად საქართველოს ხელისუფლებას და მის უპირობო ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, არაერთ გამოწვევასთან უწევს გამკლავება და უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა და აშშ-ს დაპირისპირებაში საქართველოს მშვიდობიან ნავთსაყუდელამდე მიყვანა, რაც ურთულესი ამოცანაა და ყველა პატრიოტი ქართველის მხარში დგომას საჭიროებს, რაშიც ჩვენი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გარანტირებული აქვს.

ირაკლი გიორგაძე, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor