• November

    1

    2024
  • 77
  • 0
საქართველო მომავალი იქ არის, სადაც მის საუკუნოვან ტრადიციებს, ფასეულობებსა და ღირსებას პატივს სცემენ

საქართველო მომავალი იქ არის, სადაც მის საუკუნოვან ტრადიციებს, ფასეულობებსა და ღირსებას პატივს სცემენ

საქართველოს მომავალი ევროპაშია, იმ ევროპაში, რომელმაც პატივი უნდა სცეს ქვეყნის ფასეულობებს, ტრადიციებსა და ეროვნულ ინტერესებს.

საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო, როცა უკრაინელი მაღალჩინოსნებისა, თუ საქართველოს შიდა მტრების მოწოდების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ მეორე ფრონტი არ გახსნა. და როცა მართალი ხარ და ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესს აყენებ, მაშინ წნეხი დიდია და ასეც გამოვიდა. უკრაინიდან გამოუშვეს საქართველოს ელჩი, რომელსაც კიევი მაშინაც არ დაუტოვებია, როცა უკრაინის დედაქალაქი იბომბებოდა და არც, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებმა კიევში საელჩოები დახურეს და ქვეყნიდან მათი დიასპორა გაიყვანეს. სამაგიეროდ, ქვეყანა არ დაატოვებინეს ბელარუსის ელჩს, რომლის ქვეყანასაც უკრაინა რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. გვახსოვს ბრალდებები სანქციების გვერდის ავლით რუსეთის დახმარებაში, რაც არ დადასტურდა და ბრალდება ბრალდებად დარჩა.

საქართველო იყო ის პირველი და მოწინავე ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ომში მყოფ უკრაინას, მიიღო უკრაინელი ლტოლვილები და შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ 600-ზე მეტ რეზოლუციას, მათ შორის ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ.

დასავლეთიდან იყო სპეკულაციები, რეზოლუციები და განცხადებები, ბელად სააკაშვილზე და საგანგებო ვიზიტები, რომ თურმე, საქართველოში მას კლავენ. სააკაშვილი დღეს თავს კარგად გრძნობს, დასავლეთის ბრალდება კი, უსაფუძვლო დარჩა.

რადიკალების ნარატივის გამეორებით დაკავებული დასავლეთი, ამ დრომდე, ეწინააღმდეგება ,,უცხოური გავლენის გამჭირვალეობის,, შესახებ კანონს და მის გაწვევას ითხოვს, არადა, იმ ფონზე, როცა მსგავსი კანონი ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული და პასუხს ვერ სცემენ მთავარ კითხვას, რატომ არის ეს კანონი საზიონო საქართველოსთვის და სასარგებლო მათთვის.

კანონის მიღებას მოჰყვა სანქციები, სავიზო შეზღუდვები და მწვავე კრიტიკა. კრიტიკა მოჰყვა მათი მხრიდან ,,ქართული ოცნების” კიდევ ერთ კანონს, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა დაცვა, ოჯახური ღირებულებების გამყარება და ,,ლგბტ” პროპაგანდის შემცირებაა, რაც ასე ჭარბობს ევროპაში. სწორედ დასავლეთს ქართული ,,ენჯეოები” თხოვდნენ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, რაც საკუთარი ქვეყნის ღალატია. ევროკავშირიდან თუ დასავლეთიდან ჩვენ ვნახეთ უპრეცენდენტო ჩარევის ფაქტები წინასაარჩევნოდ და ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე, ვნახეთ ქართული საზოგადოების არჩევანის უგულებელყოფა და თუ როგორ ცდილობენ დასავლეთში არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინონ. ეს ზემოთჩამოთვლილი შემთხვევები მოხდა და ხდება ,,ქართული ოცნების” სწორი ეროვნული პოლიტიკის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის განკარგვა ანდო ხალხს და არა სხვა გარე ძალებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში არა ერთი ინტერესი აქვთ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor