• September

    6

    2024
  • 66
  • 0
საქსტატი – ივლისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

საქსტატი – ივლისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.3 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor