• October

    20

    2025
  • 11
  • 0
საქსტატი – საქართველოსთვის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – აშშ

საქსტატი – საქართველოსთვის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – აშშ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 1 080.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 658.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 543.1 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 2 060.0 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 2 027.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 430.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 003.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 805.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 972.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 510.7 მლნ. აშშ დოლარით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor