• October

    31

    2024
  • 77
  • 0
„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი – 3 618.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი – 3 618.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.

„2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor