• July

    31

    2024
  • 101
  • 0
საქსტატი – 2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 111 პირის მიმართ დაიწყო

საქსტატი – 2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 111 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 111 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 137 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (789 შემთხვევა) თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 270, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 11 შემთხვევა.
2024 წლის ივნისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 271 შემთხვევა; მუქარა – 332 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 248 შემთხვევა; ძალადობა – 158 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 13 შემთხვევა; თაღლითობა – 71 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 386 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 95 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 149 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – სამი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლით კი ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor