• May

    28

    2025
  • 76
  • 0
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა.

ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

„საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამას განვაგრძობთ. დღეს კიდევ 30 ოჯახს დავუკანონეთ და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავეცით ფართები. ვულოცავ ამ ოჯახებს და ბედნიერებას ვუსურვებ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, 2017 წლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. მათ უნდა მიმართონ თავიანთ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდგომში ფართების დაკანონება მოხდეს. პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor