
საჭიროა თუ არა სამხედრო გაკვეთილები სკოლებში ?
,,GEO NEWS”-მა არაერთი სტატია მიუძღვნა ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს – უნდა დაბრუნდეს თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილები, რასაც ჩვენი მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენი მკითხველი თვლის, რომ რელიგიის გაკვეთილების სკოლებში დაბრუნება აუცილებელია, გარდა ამისა, მათი აზრით, ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს სამხედრო საქმეც, რაშიც მათ სრულად ვეთანხმებით, ამიტომაც ამ საკითხზე ვაქვეყნებთ სტატიას და ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივ დისკუსიას ვხსნით.
,,აუცილებელია სკოლის მოწაფეების განვითარება სამხედრო თვალსაზრისით…
ყველა სკოლაში უნდა შემოვიდეს სამხედრო გაკვეთილები” – წერს ჩვენი ერთგული და საღად მოაზროვნე მკითხველი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება გაიზარდოს და ზემოთ აღნიშნული ორივე საგანი ყველა სკოლაში ისწავლებოდეს.
გთავაზობთ სამხედრო სწავლების პოზიტიურ მხარეებს :
თავდაცვის გაკვეთილები აუცილებელია, რადგან მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ, როგორ მოიქცნენ კრიზისულ სიტუაციებში. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როგორ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება დაზარალებულებს. გარდა ამისა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობა, გადარჩენისა და თავდაცვის უნარები, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება………
დიახ, სამხედრო განათლება ხელს უწყობს მოსწავლეთა პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. საბაზისო სამხედრო მომზადება ზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აძლიერებს ახალგაზრდებში სამშობლოს დაცვისა და ეროვნული ერთიანობის შეგრძნებას.
მოგეხსენებათ, ასეთი გაკვეთილები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს მოსწავლეების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
დაბოლოს, სწორი ღირებულებების პოპულარიზაცია არა მხოლოდ ოჯახიდან, არამედ სკოლებიდანაც უნდა დაიწყოს. ასე რომ, ჯერი განათლების სამინისტროზეა…ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან სახელმწიფოს გაძლიერება მთავარი ამოცანაა.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ
,,GEO NEWS”





