• September

    24

    2024
  • 59
  • 0
სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა

სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა

სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო.

„2024 წლის 30 აგვისტოს მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმე – სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო. სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება და მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების მნიშვნელობას, როგორც დავის გადაწყვეტის სწრაფ, ეფექტურ და დავის ორივე მხარისთვის მისაღებ მეთოდს. სახალხო დამცველი ეცდება, სამომავლო საქმიანობაში, სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მეორედ დაასრულა“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor