• September

    30

    2023
  • 91
  • 0
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხეც მოეწყო

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხეც მოეწყო

„თბილისობა 2023“ ქალაქის სამ ლოკაციაზე იმართება, რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მოგახსენებთ, რომ ფესტივალზე, სახელწოდებით „თბილისის მრავალფეროვნება“, გამოფენა არის მოწყობილი.

ასევე სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხეც მოეწყო, სადაც წარმოდგენილია კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ. გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს „თბილისობის“ დღესასწაულზე, საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივითა და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, ძველ თბილისში გაკეთდა აზერბაიჯანული თემის კუთხე. აქ შეგიძლიათ ნახოთ აზერბაიჯანული ხალიჩები, ეროვნული ტრადიციები და სამზარეულო“, – ამბობს ლეილა ალიევა, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor