• February

    5

    2026
  • 44
  • 0
სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მეორე შეჭრას ზოდელავა, ბურჭულაძე და ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ

სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მეორე შეჭრას ზოდელავა, ბურჭულაძე და ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი წეველიძე დაიკითხა.

წეველიძემ სხდომაზე 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ჯერ ჟურნალისტები მოვიდნენ სასახლესთან, შემდეგ აქციის მონაწილეები. არაერთი მითითების მიუხედავად, რომ არის დაცული ტერიტორია და არ შეიძლება შიგნით შემოსვლა, არის უკანონო, მაინც შემოიჭრნენ, შემოვიდნენ. დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება. რამდენიმე წუთი განვითარდა მომიტინგეების, ასე ვთქვათ, შეჯახება. ვაკავებდით, რაც შეგვეძლო. მალევე მეორე ნაკადი შემოუერთდა აქციას. მეორე შემოჭრას უკვე მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ. ერთ-ორ წუთში შენობიდან გამოვიდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენმა თანამშრომლებმაც მიიღეს დაზიანებები“, – განაცხადა გიორგი წეველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor