
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაცვის ღონისძიების დაგეგმვისა და მართვის ორგანიზების თემაზე ერთობლივ საერთაშორისო სწავლებას უმასპინძლა
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის ორგანიზების თემაზე ერთობლივ საერთაშორისო სწავლებას უმასპინძლა, რომელშიც უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვასა და ლიეტუვას სახელმწიფო დაცვის სამსახურებისა და გაეროს საკოორდინაციო ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ,,სდსს”-ს ავრცელებს.
,, სდსს”-ის ცნობით, სამდღიანი სწავლება დაცვის ღონისძიების დაგეგმვიდან მის განხორციელებამდე ჩართული ყველა თემატური ჯგუფის ინდივიდუალურ და ერთობლივ მუშაობას მოიცავდა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ და რეალური სცენარის მსგავსად განეხორციელებინათ დაცვის ღონისძიება, გაეზიარებინათ უსაფრთხოების სფეროში დაგროვილი საუკეთესო გამოცდილება და როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.
ღონისძიების დასკვნით ეტაპს და სადემონსტრაციო ნაწილს სწავლებაში მონაწილე სამსახურების ხელმძღვანელი პირები დაესწრენ. საჩვენებელ ღონისძიებამდე, ოფიციალურმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აღნიშნული სწავლება თანამშრომელთა გადამზადების სფეროში 2015 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომოლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
,, Geo News “










