
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია პრეზიდენტთან
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა 19 სექტემბერს აღნიშნა, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ შესულა





