• April

    16

    2025
  • 61
  • 0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სააგენტოს საქმიანობის, კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ახალგაზრდები გაეცნენ სამსახურისა და სააგენტოს სტრუქტურას, სპეციფიკას, საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს და პრაქტიკული საქმის განხილვას.

ღონისძიება გახსნეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნოშრევან ოქროპირიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor